geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გერმანელი მეწარმის, შტეფან ფრიდემანის, საჯარო ლექცია

16 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ეწვია გერმანელ მეწარმეთა ჯგუფი. ჯგუფს ხელმძღვანელობდა საინჟინრო-სატრანსპორტო კომპანია Ingenieurgruppe IVV GmbH & Co. KG-ის ფედერალური სატრანსპორტო მარშრუტების დაგეგმვის, ხარჯებისა და სარგებლიანობის ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი შტეფან ფრიდემანი (Stefan Friedemann).
სტუმრები მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები ნაზირა კაკულია და ვაკო არღუთაშვილი.
შეხვედრის ფარგლებში ბატონმა შტეფან ფრიდემანმა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „მდგრადი რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ბერლინ-ბრანდენბურგის მაგალითზე“. სტუდენტებს შესავალი სიტყვით მიმართეს ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა მანანა ლობჟანიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ნაზირა კაკულიამ.
ლექციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მომხსენებლისგან მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია და განეხილათ მდგრადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვასა და რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრამ სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ღონისძიება ორგანიზებული იყო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან არსებული მდგრადი განვითარების კვლევითი ცენტრის მიერ.

 

თარიღი: 16/10/2026